|
2020-02-14 13:23:44, 1822 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ოპოზიციას კი, შევხვდებით არჩევნებზე
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას პარტნიორებთან ერთად ნებისმიერ საკითხზე, ოპოიციას კი, შევხვდებით არჩევნებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საარჩევნო წელი დაძაბულია და „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია საზოგადოებასთან მუშაობა. „დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრმლობას ნებისმიერ საკითხზე, რაც შეეხება ოპოზიციას, შევხვდებით არჩევნებში. ჩვენთვის, მთავარი ამოცანაა ვიმუშაოთ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი იქნებოდა დაძაბული, ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მანვე დასძინა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ 2012 წელსაც იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე, თუმცა არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ’. „რაც შეეხება ევროპარლამენტს, იცით, რომ ევროპის სახალხო პარტია 2012 წელსაც და მანამდეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პოლიტიკური პარტია და 2012 წლის და შემდეგ წლის არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და ეს არავითარ დამატებით დაძაბულობას არ უნდა იწვევდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი და მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ამოცანაა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გპირდებით, როგორც ხელისუფლება, ეს არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფლად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)