|
2020-02-11 15:52:56, 1438 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სარჩელით მოთხოვნილია პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც ნიკანორ მელიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ნიკანორ მელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე 12 დეკემბერს მას შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნიკანორ მელიას მიმართ დამდგარი განაჩენი აღსასრულებლად ჯერ არ მიქცეულა. სასამართლოს განცხადებით, დანიშნული სასჯელი აღსრულდება მას შემდეგ, რაც გასაჩივრების პროცედურები დასრულდება და ბოლო ინსტანცია შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს, თუ როდის უნდა წარმოადგენდეს გამამტყუნებელი განაჩენი საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ძალაში შესული განაჩენის“ ცნებას ავტონომიური შინაარსი გააჩნია, ხოლო არჩეული პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტისას თანაზომიერების პრინციპის დაცვა აუცილებელია. საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, განსახილველ საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდება მაშინ, თუ დანიშნულია საპატიმრო სასჯელი, ხოლო არასაპატიმრო სასჯელები აღსრულდება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან ასევე შესაძლებელია ანალოგიური განსხვავების ამოკითხვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლიანად უთმობს დემოკრატიული წესით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილებაში ჩარევის დროს თანაზომიერების დაცვას. სასამართლო უთითებს პროპორციულობის დაცვის აუცილებლობაზე, იმ ფონზე, როდესაც არჩეული პირის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით და გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სწორედ პროპორციულობის საკითხის გარკვევას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დეპუტატს სასჯელის სახედ საპატიმრო სასჯელი დაენიშნა. იმ შემთხვევებში, როცა სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელი ინიშნება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შეწყდეს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წინამდებარე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება დაეხმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოცემული საქმის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)