|
2020-02-10 16:12:34, 4312 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიაში ჰომოფობია სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა
შვეიცარიაში, რეფერენდუმზე, მოსახლეობის 63%-მდე მხარი დაუჭირა კანონს, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კანონის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ უფლებებს გადააჭარბებენ ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური თვალსაზრისით, დაისჯებიან. კანონდამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე. რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, აღიარებენ დამარცხებას, რადგან კანონპროექტი გატანილი იყო საჯაროდ და ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ყველას. ისინი აცხადებენ, რომ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას სხვა სოციალური უმცირესობებისთვისაც. „ჩვენ ვაღიარებთ შედეგს, მათ როგორც ჩანს შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ კანონის მიღების შემთხვევაში უფრო დაცული იქნებიან ლგბტ წარმომადგენლები, ჩვენ არ ვეთანხმებით მათ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არგუმენტი ვერ გახდა გადამწყვეტი, ახლა კანონის თანახმად , სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაცია, მათი დამცირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , როგორიცაა რესტორანი, კინოთეატრი , საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან სასტუმრო ემუქრებათ სასჯელი სისხლის სამართლის მუხლით“, - განაცხადა რელიგიური გაერთიანების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)