|
2020-02-08 10:41:03, 1491 ნახვა
რეგიონი
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება. თვითმმართველობის წარმომადგენლებთან რიგით მესამე, რეგიონული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და იმერეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მიმართეს. „სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. ათასობით ფერმერმა მიიღო სახელმწიფო პროექტებით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩართულობა.“- განაცხადა ილია თამარაშვილმა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)