13:27 - 19 Sep, 2026
|
2020-02-07 18:49:36, 1960 ნახვა
რეგიონი
შუახევში, შეჭირვებულ ოჯახებზე შეშის გაცემა დაიწყო
ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით შუახევში, სათბობი შეშის დარიგება დაიწყო. საშეშე მერქანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ ოჯახებს, თითოეულ ოჯახს ორი კუბური მეტრი შეშა დაურიგდება. ბენეფიციარები, სპეციალურმა კომისიამ მათ მიერ მომართვიანობის საფუძველზე შეისწავლა. დღეს სათბობი შეშა დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ოჯახს დაურიგდა. 5-წევრიან, სოციალურად დაუცველ მეხვიდე დიასამიძეს საშეშე მერქანი , პირადად შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ, დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელ გია დავითაძესთან ერთად მიუტანა და ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა. სოციალური პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში საშეშე მერქანი 50-მდე ოჯახს ეტაპობრივად გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)