|
2020-02-07 16:23:19, 5192 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გეი მამაკაცის მკვლელი გაამართლა
მოსკოვში, ბასმანის რაიონის სასამართლომ კურსკის სადგურთან გეი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე გაამართლა, - ამის შესახებ, ინფორმაციას რუსული „მედიაზონა“ იუწყება. გამოძიების მიხედვით, ანტონ ბერეჟნოი ცივი იარაღით , გეი კლუბიდან დაბრუნებულ ორი ადამიანს თავს დაესხა . ერთ-ერთმა მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გარადაიცვალა. პროცესზე ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, მან განაცხადა, რომ მკვლელობა დაგეგმილი არ ჰქონდა და რომ გარდაცვლილი თვითონ დაეცა დანაზე. სასამართლომ ბრალდებული, მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო და სასჯელი, მეორე მუხლით, სხეულის განზრახ დაზიანებისთვის მიესაჯა. ლგბტ საზოგადოებაში თვლიდნენ , რომ თავდასახმა შესაძლო იყო, პირდაპირ კავშირში ყოფილიყო გარდაცვლილის სექსუალურ ორიენტაციასთან. „ ისმოდა შეძახილები: „პიდარასტები, ნაძირლები“. დიდი ალბათობით ეს ორიენტაციასთან იყო კავშირში. ჩვენ ყოველდღიური ტანისამოსი გვეცვა. ვვარაუდობ, რომ ის ადამიანი გვითვალთვალებდა. ჩვენ ღამის კლუბიდან მოვდიოდით“, - განაცხადა დაზარალებულმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)