04:40 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 15:19:30, 1105 ნახვა

კომენტარი
კობახიძე შესაძლო სანქციებზე - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებაა, რომელსაც ასრულება არ უწერია

„ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებებს საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, სანქციების დაწესება შეუძლებელია, რადგან ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასე მჭიდრო არასდროს ყოფილა.

„არანაირი დასკვნა არ ჩამოვა სანქციებთან დაკავშირებით ისევე, როგორც გერმანული მოდელის კონსტიტუცირეაბასთან დაკავშირებითაც არანაირი დასკვნა არ ჩამოვიდა. ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია. ამაში ვართ ჩვენ დარწმუნებული სხვადსხვა მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა არ ყოფილა ისე მყარი, ისე განვითარებული და მჭირდრო, როგორიც დღეს არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის კონგრესისა და სენატის წევრებმა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მკაცრად  გააკრიტიკეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი აცხადებდნენ, რომ „ქვეყანამ დემოკრატიული გამნივითარების გზიდან გადაუხვია“. ზოგიერთ წერილში სანქციების შესაძლო დაწესებაზეც იყოს საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics