|
2020-02-06 13:13:10, 1072 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - ოდირს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა
„სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბოკერიას, რომელიც საარჩევო სისტემის პროექტის ოდირში გაგზავნით „იმუქრებოდა“, უთხრეს, რომ ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობის შემოწმება მათი პრეროგატივა არ არის. „აქ დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემ მიერ ნათქვამი, რაც დღეს წერია ოდირის დასკვნაში. როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას. რაზეც მან წამოიწყო ცუდ-უბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნევა ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, ვინც შეამოწმებს კონსტიტუციურობასო. სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ აჩვენა თავისი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი. სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოდირმა ოპოზიციას, როგორც „პატარა ბავშვებს“ მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა, დათანხმდნენ შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, რადგან მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)