|
2020-02-06 12:20:04, 1148 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი მათთვის
„ოდირის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას 100/50-თან [100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მანდატი] დაკავშირებით, მათთვის უკეთესი იქნება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება. „რეალურად, დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ასევე ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა, ეს არის სახელმწიფო სუვერენული უფლება. მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს 2020 წლის არჩევნებისთვის, ეს არის 77/73-ზე. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)