|
2020-02-05 22:51:20, 6099 ნახვა
სხვადასხვა
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა
საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისი 2020 წელს იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით. “საქართველოს დედაქალაქი ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს არის, არასოდეს ყოფილა. თბილისი არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულებისათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია. შეუდარებელი ოსმანური სტილის ნაგებობები ერწყმის შუა საუკუნეების შენობებს; ასევე შეხვდებით ნეოკლასიკურ, საბჭოთა და თანამედროვე შენობებს. თბილისი ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია მომავალზე, ახალგაზრდებზე და მომავლის გამოწვევებზე. თბილისში სტუმრობისას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ „ქართლის დედა“, რომელიც თბილისის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. აქედან იშლება საუკეთესო პანორამული ხედი საქართველოს დედაქალაქზე და შესაძლებელია ისეთი ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა, როგორიც არის მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, გოგირდის აბანოები, მთაწმინდის პარკი და კიდევ ასობით უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თბილისი გვთავაზობს. საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებით საოცარია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში, ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე“, - აღნიშნულია საერთაშორისო კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე. საერთაშორისო კონკურსისთვის - „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“ ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)