04:40 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 15:46:38, 943 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე: ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად, მათი სიმძლავრე არათანაბარია

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტლების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან  მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე.

მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეორაფიულად არათანაბარ გადანაწილებას. მისი თქმით, დაწესებულებების ძირითადი ნაწილი თბილისშია განთავსებული, რაც ავტომატურად ზრდის სამედიცინო მიგრაციას დედაქალაქში.

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა",- აღნიშნა მინისტრმა.

ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდართან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა.

რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო  დახმარების სისტემური და ტექნიკური  პირობების გაუმჯობესების მხირვ.   2020 წლის 1 იანვირდან, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics