|
2020-02-04 14:10:34, 1021 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე დაბის, ხიჭაურისა და ჭვანის საბავშვო ბაღებს სტუმრობდა. ბაღებში არსებულ სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და პერსონალს გაესაუბრა. მერის განცხადებით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ყველა ბაღი უზრუნველყოფილია გათბობის თანამედროვე სისტემითა და საჭირო პროდუქტებით. სრულად აღჭურვილია, როგორც სააღმზრდელო - საგანმანათლებლო პროცესის, ისე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისთვის საჭირო ინვენტარით. ,,დღეს ვიმყოფებოდი რამდენიმე ბაღში, შევხვდი თანამშრომლებს, რომლებსაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრე. ჩვენ მუდმივად გვაქს ინფორმაცია ბაღებში არსებულ ვითარებაზე. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა ბაგა-ბაღების მენეჯერებთან, მაგრამ პირადი საუბარი ყველა თანამშრომელთან მეტად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ ბაღები სრულად უზრუნველყოფილია სასწავლო - სააღმზრდელო პროცესისთვის.თოვლიანი ამინდის მიუხედავად აღსაზრდელების გამოცხადების მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია “ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. შუახევში დილიდან თოვს, მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 10-15 სმ, ხოლო დაბალ ზონაში 5 სმ-ია. ბაგა-ბაღებთან ერთად მუშაობს ყველა საჯარო დაწესებულება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)