|
2020-01-31 12:29:46, 1134 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებას მხარს არ დავუჭერ
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებას, ჩატარდეს არჩევნები 100/50-ზე პროპორციით, მხარს არ დაუჭერს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეთავაზებული საარჩევნო მოდელი უტიფარი პოზიციის დემონსტრირებაა. მისივე თქმით, დამოუკიდებელ დეპუტატებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვთ. „ ეს შეთავაზება არ იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. ისეთი წინაპირობა აქვს ამ ყველაფერს, რომ 2020 წლის შემდეგაც, მომდევნო არჩევნებიც უნდათ, რომ შერეული სისტემით ჩატარდეს. ეს არის პირობა იმისა, რომ 100/50 -ის პროპორციით მოხდეს შეთანხმება, რაც ვერ მოხდება. ეს არის ძალიან უტიფარი პოზიციის დემონსტრირება. ასე რომ, შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც იმედია, შემდეგ კვირას გაიმართება, ალბათ ნათლად გამოჩნდება, ამ მოლაპარაკებას აზრი აქვს და რაიმე კონსესუსამდე მივა, თუ არა. ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს. გარდა იმისა, რომ ინიცირებულია კანონპროექტი და უკვე დასკვნაც მალე უნდა იყოს, ამავე დროს გვაქვს ამ პროპორციასთან დაკავშირებით სამსჯელო ვერსიაც. ალბათ ამაზეც იქნება დისკუსია. ანუ, იმდენად უნდა იყოს მიახლოვებული პროპორციულ სისტემასთან, რომ გამოირიცხოს უსამართლო შედეგების ალბათობა. თუ შეთანხმება ვერაფერზე მოხდა, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების სახით, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, ცნობს ამ არჩევნებს თუ არა“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)