17:34 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 17:31:31, 2971 ნახვა

სამართალი
შსს-მ „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის“ ფარგლებში, კომპლექსური აქტივობები განახორციელა

საქართველოს მთავრობამ დღეს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო "საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" სამოქმედო გეგმის განხორციელებაში 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული.

უწყების ცნობით, 2019 წლის განმავლობაში, "საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის" ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპლექსური აქტივობები განახორციელა.

2019 წლის დასაწყისში ამოქმედდა საინფორმაციო კამპანია #მეტისიცოცხლისთვის, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით განხორციელდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები.

განვითარდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 - ზოგადი ხედვის, 1 605 - ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია - ჯამში, დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ რეალური მონაცემების შესაგროვებლად, ბორტკომპიუტერის 170 კომპლექტი შეისყიდა, რითიც ამ დროისთვის სრულად აღჭურვილია სახაზო-საპატრულო ავტომანქანები.

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად, დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე, იმერეთის რეგიონი.

ამოქმედდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საფუძველზეც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა ავტომატურ რეჟიმში ახდენს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირებას და დაჯარიმებას, რომელთაც არ გაუვლიათ ტექნიკური დათვალიერება.

შსს-ს მიერ (EaP თანამშრომლობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტის (Crash Data Systems and Crash Data Analyses Expert) ჩართულობით) მომზადდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვისთვის მონაცემთა ერთიანი ბაზის არსებობას. საგზაო-სატრანსპორტო​ შემთხვევების ბარათი აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS სტანდარტის მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მეტად დეტალიზებული ინფორმაციის აღრიცხვის საშუალებას იძლევა, საპილოტე რეჟიმში მუშაობს ისანი-სამგორის რაიონში.

შეიქმნა ე.წ. შავი წერტილების რუკა (ხშირი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ასახვა), რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე - https://formore.life.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics