08:28 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-23 17:10:53, 1530 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - კონგრესმენების წერილი შესაძლოა საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს

„ამერიკელი კონგრესმენების წერილი შესაძლოა საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წერილის უგულებელყოფით ცდილობს ქვეყანა საკუთარ პარტიულ ინტერესს გადააყოლოს.

„კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე და როდესაც საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და უბრალო არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის 4 კონგრესმენის აზრი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა,  გერი კონოლმა, მაიკლ მაკკოლიმ და ელიოტ ენჯელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics