|
2015-07-28 12:55:34, 771 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო
ჟურნალმა Global Finance „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკი, ზედიზედ მეოთხედ დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისა და კორპორატიული სეგმენტისთვის. ამ წარმატებასთან ერთად, თიბისის ინტერნეტბანკმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა აღიარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. თიბისის SMS სერვისი საუკეთესოდ დასახელდა რეგიონში, ხოლო იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს როგორც რეგიონში წლის საუკეთესო ინტეგრირებული გვერდი. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ინტერნეტ და მობაილ სერვისების მომხმარებლების მოზიდვა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლების გააქტიურება და მათი რაოდენობის ზრდა, ელექტრონული შეთავაზებებით სარგებლობის სტიმულირება, შეთავაზებული სერვისების მრავალფერობნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობა და, რა თქმა უნდა, ინტერნეტ და მობაილ სერვისების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულები შეაფასა Infosys-მა, რომელიც მსოფლიო ლიდერია საკონსულტაციო მომსახურებასა და ტექნოლოგიებში. ხოლო პირველი რაუნდის საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს Global Finance-ის რედაქტორებმა. „თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო კლასის მომსახურებას და საამაყოა, რომ ჩვენ უკვე მეოთხედ მოვიპოვეთ ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკი ლიდერია ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებაში საქართველოსა და რეგიონში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ჟურნალი Global Finance უკვე მეთექვსმეტე წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ ბანკებს. დეტალური ინფორმაცია პირველი რაუნდის გამარჯვებულების შესახებ სექტემბრის გამოცემაში გამოქვეყნდება. საბოლოო რეგიონული და მსოფლიო გამარჯვებულები, ასევე, გლობალური ქვეკატეგორიის გამარჯვებულები, გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, Global Finance-ის საუკეთესო ონლაინ ბანკების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ლონდონში.
(R)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)