|
2020-01-16 19:18:53, 1899 ნახვა
სამართალი
დავით გარეჯში მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც სხდომის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთნახმება, რადგან მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. „არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძველი. იქიდან გამომდინარე, რომ ვითომდა ის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში საინტერესო ინფორმაციას გაანადგურებს. ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში“, - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ აღნიშნა, დასტურდება, რომ ბრალდებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მესაზღვრეებისგან იარაღს ითხოვდა. „თვითონაც ახსენა, რომ იარაღის მოთხოვნა იყო მესაზღვრეების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ მან მოითხოვა იარაღი. დასტურდება ისიც, რომ მას ხელში ეკავა იარაღთან ერთად ხელყუმბარაც და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ითხოვდა იარაღს მესამე პირისაგან“, - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, გიორგი იჩუკაიძე სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე 14 იანვარს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ცინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)