|
2020-01-15 19:30:23, 1355 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე: ამ ადამიანს ხელში ეკავა გარკვეული საგნები და იყო რისკი, რომ გამოესროლა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს. როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირი, რომელიც მას თავს დაესხა, აგრესიული იყო, ხელში გარკვეული საგნები ეჭირა და არსებობდა რისკი, რომ მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. „ამ საკითხს ვუყურებ სამართლებრივად. ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლება არ მაძლევს, რომ მე პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ფაქტია, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის დრო არც ძალადობის, არც მუქარის, არც იძულების. ხელში ეკავა გარკვეული საგნები და იყო რისკი, რომ ამ ადამიანს გამოესროლა. ეს ადამიანი იყო მხოლოდ ასეთი აგრესიული და ამწვავებდა ყველანაირად სიტუაციას, რა დროსაც ჩემი მთავარი ამოცანა იყო ოჯახის უსაფრთხოება. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შევხვედრივარ“, - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, შსს-მ ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე 1 პირი დააკავა. შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე პირი ვახტანგ რობაქიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)