|
2020-01-14 13:28:56, 4600 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პირს დავსჯით
ირანი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო, ყველა პასუხისმგებელ პირს დასჯის, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ჰასან რიუჰანიმ თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცომა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა გულდასმით იქნება გამოძიებული. „ეს იყო უპატიებელი შეცდომა. თვითმფრინავის კატასტროფაზე მხოლოდ ერთი პირი ვერ იქნება პასუხისმგებელი. ირანის შეიარაღებული ძალების მიერ შეცდომის აღიარება პირველი კარგი ნაბიჯია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ ეს აღარ განმეორდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა. ირანელმა სამხედროებმა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების „ბოინგის“ შეცდომით ჩამოგდება 11 იანვარს აღიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)