|
2020-01-13 18:46:56, 1589 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი - ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას
"ოფიციალური თბილისი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას", - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სოხუმში განვითარებულ მოვლებენის შეფასებისას გააკეთა. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, მოვლენების ძალადობლივ ფორმაში გადაზრდა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო. რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში. ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. მეტიც, თვითონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ურთუერთობაში მშვიდობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ჩვენ გვითქვამს და გაგვიცხადებია არაერთხელ, რომ არსებობს მზაობა დიალოგისა და თანამშრომლობისასთვის აფხაზური საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამისათის არსებობს შესაბამისი ფორმები და საკმაოდ ფართო სივრცე. თუნდაც ის, რომ ჩვენ ახალი სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოვნიშნეთ არაერთი სფერო ასეთი თანამშომლობისათვის, დიალოგისათვის, როგორიც არის ვაჭრობა, განათლება და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს და პრაგმატული მიდგომებით იყოს ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, არის მისაღები. მეტსაც გეტყვით. რაც არ უნდა თქვას ამა თუ იმ პირმა, მათ შორის შესაძლბელია, ქართულ მხარესაც, კონტაქტების არარსებობის თაობაზე, მე დაბეჯითებით გეუბნევით, რომ კონტაქტები რა თქმა უნდა, არსებობს, და ამ ბოლო პერიოდში არის მზარდი. მიუხადავად იმისა, რომ არ არის საჯარო, რაც იმას მიანიშნებს, რომ დიახ, აფხაზურ მხარესაც არის სურვილი, საჭიროება, ინტერესი და, ვფიქრობ, დროც საკმარისი გავიდა და ალბათ არსებული ფონიც და მოვლენებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავაკეთოდ დასკვნა - აუცილებელია ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმა სწორედ დიალოგისაკენ, თანამშრომლობისაკენ და ნდობის მშენებლობისაკენ. ქართული მხარე ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკას. ჩვენ ისედაც ვდგამთ პროაქტიულ ნაბიჯებს, რაც არის სწორედ მოსახლეობის ინტერესებზე მიმართული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)