|
2020-01-10 00:23:34, 4570 ნახვა
მსოფლიო
ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა ძალებმა ჩამოაგდეს
კანადის დაზვერვსი სამსახურის მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა ძალებმა ჩამოაგდეს. - ამის შესახებ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა. მისივე თქმით, დაზვერვის ძალების და პარტიორი სახელმწიფოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. ირანის ისლამურმა რეჟმმა შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის ავიალაინერი BOEING 737-800 რომლისთვისაც გამოყენებული იქნა, ანტისაჰაერო რაკეტა. - ამის შესახებ BBC იუწყება. გამოცემა Newsweek ცნობით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი" რუსეთში წარმოებული, TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. გამოცემამ ეს ინფორმაცია პენტაგონიდან მიიღო. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)