|
2020-01-09 23:53:56, 3529 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანული და ამერიკული მედია - უკრაინული ბოინგი ირანმა რუსული TOR M1-ის რაკეტით ჩამოაგდო
ირანის ისლამურმა რეჟმმა შემთხვევით ჩამოაგდო უკრაინის ავიალაინერი BOEING 737-800 რომლისთვისაც გამოყენებული იქნა, ანტისაჰაერო რაკეტა. - ამის შესახებ BBC იუწყება. ბრიტანეთის მაუწყებელი წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ოთხშაბათს დილით ანტისარაკეტო სისტემა გადართული იყო ირანის მიერ აშშ-ს ბაზების დაბომბვაზე, შესაბამისად მათ არ იმუშავეს. გამოცემა Newsweek ცნობით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგი" რუსეთში წარმოებული, TOR M1-ის ანტისაჰაერო კომპლექსის 9M331-ის ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. გამოცემამ ეს ინფორმაცია პენტაგონიდან მიიღო. აღნიშნულ ფაქტს აგრეთვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც: „მე გამაჩნია ჩემი ეჭვები თვითმფრინავთან დაკავშირებით. ვიღაცამ შეცდომით ჩამოაგდო იგი ანტისაჰაერო რაკეტით“. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს გამთენიისას ირანში ბოინგ 737-ის ტიპის სამოქლაქო ავიალაინერი, რომელზეც 176 მგზავრი იმყოფებოდა ხომეინის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა- ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)