|
2020-01-08 21:09:12, 2632 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა გუშინ ირანის რეჟიმის შეტევის შედეგად
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმალური ზიანი მიადგა აშშ-ის ბაზებს და ამერიკის მოქალაქეები არ დაზარალებულან. "მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ამერიკელი ხალხი უნდა იყოს ძალიან მადლიერი და ბედნიერი - არც ერთი ამერიკელი არ დაშავებული გუშინ ირანის რეჟიმის შეტევის შედეგად. ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდ არის და ძალიან მინიმალური ზიანი მიიღო ჩვენმა სახედრო ბაზამ. ამერიკის დიდებული ძალები მზად არიან ყველაფრისთვის. ჩანს, რომ ირანი შეჩერდება, რაც კარგი ამბავია ყველა შეწუხებული მხარისა და ძალიან კარგი ამბავია მსოფლიოსთვის. არც ერთი ამერიკელის და ერაყელის სიცოცხლე არ დავიკარგავს უასფრთხოების ზომებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების გამო, რომლებმაც კარგად იმუშავა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. მისი აზრით სულეიმანი წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)