20:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 15:10:58, 2824 ნახვა

სამართალი
ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს, რომელსაც ბრალი ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობაში ედება, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს,  ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ  ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ  ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.  ბრალდებული ზ. ფ. შეეცედა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც  ამ უკანასკნელის  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics