|
2019-12-26 17:58:57, 1875 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დეტალურ განმარტებას აკეთებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის. მინისტრის განმარტებით, საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას. „მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები“. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას. „ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)