17:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 17:47:43, 1969 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს.

არჩილ თალაკვაძე დღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც პატრიარქის ინტრონიზაციის 42 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ილია მეორეს აღსაყდრების საიუბილეო თარიღი ტაძრის ამბიონიდან მიულოცა, მისი ღვაწლის შესახებ ისაუბრა და პატრიარქს დღეგრძელობა უსურვა.

„ვულოცავ უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლის თარიღს. როგორც ერთი მოქალაქე, ერთი სულიერი შვილი, მადლობას ვუხდი მას დიდი ღვაწლისთვის. ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება, ნუგეში, ტრადიციების და კულტურის აღდგენა, მრევლის გაძლიერება და ბევრი სხვა საქმე, რასაც ჩვენს მადლიან ქართულ ენაზე ქვია ღვაწლი. სწორედ ამ ღვაწლით არის კათოლიკოს-პატრიარქი დღეს  ჩვენს წინაშე და მინდა, თავმდაბლად, მივულოცო და ვუსურვო დღეგრძელობა. იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა. მადლობა ღმერთს დღეს მშვიდობა გვაქვს და ყველანი ერთად ვართ ამ ტაძარში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics