|
2019-12-24 14:09:59, 2729 ნახვა
სამართალი
ე.წ. „ფიშინგის“ გზით ბანკების მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ფიშინგის" გზით, ს.ს. „საქართველოს ბანკის" და ს.ს. „თი ბი სი ბანკის" მომხმარებელების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ., მ.ა., და მ.ბ. უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და სოციალური ქსელი „ფაისბუქის" მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული" ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტ ბანკის გვერდს ჰგავდა. შეცდომაში შესული მომხმარებლები ხსნიდნენ აღნიშნულ ბმულს და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან. აღნიშნული პირები ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე რიცხავდნენ. „აღნიშნული სქემით მ.დ. მ.ა. და მ.ბ. დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შენახვა) 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (კომპიუტერული პროგრამის უნებართვო დამზადება, შენახვა და გავრცელება) 286 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (კომპიუტერული მონაცემის უნებართვო შეცვლა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო მ.ბ-ს განესაზღვრა 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)