2019-12-23 23:11:49, 1424 ნახვა
საზოგადოება
24 დეკემბერს თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი არ იმოძრავებს
24 დეკემბერს თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი არ იმოძრავებს.
ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხდებაშია ნათქვამი.
"ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.
25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.
ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება." - ნათქვამია განცხადეაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),