19:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 10:21:43, 828 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი მერძევეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის ადგილობრივ მწარმოებლებსა და გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და რძის სექტორში არსებული გამოწვევები  და  მათი გადაჭრის გზები განიხილა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, სამინისტრომ შეასრულოს მედიატორის როლი რძის პირველად მწარმოებლებსა და გადამმუშავებლებს შორის, რათა არსებული გამოწვევები დროულად და  ეფექტიანად გადაიჭრას.  

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული  გამოწვევების დაძლევის  მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად მწარმოებლებთან, ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, - აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.  

შეხვედრაზე, რძის სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“,  რომლის მიხედვით 2020 წლის პირველი იანვრიდან, სახელმწიფო კონტროლს  დაექვემდებარება არარეგისტრირებული  ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც  ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის  ინტერესების და ჯანმრთელობის  დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი   კონკურენტული გარემოს შექმნას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, რძის პირველადი მწარმოებლები, გადამმუშავებელი სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics