|
2015-01-25 15:56:32, 5030 ნახვა
კომენტარი
ზურაბ გამეზარდაშვილი: იური ვაზაგაშვილის საქმე ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდშვილის, განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმის გასახსნელად, პროკურატურისა და შსს-ს ყველა შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. როგორც გამეზარდაშვილმა ყარაფილაში ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ტიპის დანაშაული ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ირწმუნება, რომ დანაშაულის გასახსნელად და დამნაშავეების დასასჯელად ყველაფერს გააკეთებენ. "აღნიშნული დანაშაულის გახსნაში პროკურატურის, შსს-ს ყველა შესაბამისი სპეცსამსახურები არიან ჩართული, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ დანაშაულის გახსნას. როგორც მოგეხსენებათ, ეს დანაშაული მიეკუთვნება ძალიან ნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული გაიხსნას და დამნაშავეები იგივე დოზით დაისაჯონ, რა სისასტიკითაც მათ ეს დანაშაული ჩაიდინეს",-განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა. იური ვაზაგაშვილი დღეს სოფელ ყარაფილაში, შვილის გვერდით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)