|
2026-09-14 10:58:23, 286 ნახვა
ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი - TI-ის კვლევა
ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - ამ სათაურით აქვეუნებს კვლევას "საერთაშორისო გავჭვირვალობა საქართველო". TI ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერიაზე საუბრობს და ამ უკანასკბელის მონოპოლიებზე, რუსულ კავშირებზე, ოფშორებსა და პოლიტიკურ გავლენებზე წერს. "მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკური ძალაუფლების ზღვარის წაშლა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ, სისტემურ ნიშნად იქცა. სტრატეგიულ სექტორებში ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების გადაკვეთა პირდაპირ აისახება დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხზე. ამ რეალობის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ფოთის სტრატეგიული სიმდიდრეების შესახებ მომზადებული ჩვენი კვლევა, სადაც ერთ-ერთ ფიგურანტად გამოიკვეთა ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. „Forbes Georgia“-ს მონაცემებით, მაქაცარია ქვეყნის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მე-9 ადგილს იკავებს (1,132,070,000 ლარი), მისი ჰოლდინგი „სი ბი ეს ჯგუფი“ (CBS Group) თბილისში აკონტროლებს გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროებს, პარალელურად კი ფლობს მსხვილ აქტივებს ტელეკომუნიკაციის, საზღვაო-ლოგისტიკურ თუ სხვა სფეროებში. საინტერესოა მაქაცარიას პოლიტიკური პოზიციონირებაც, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2024 წლის აპრილში, როდესაც მან, სხვა მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და ღიად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, რეპრესიულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. წინამდებარე კვლევაში იდენტიფიცირებულია 45-მდე კომპანია, რომლებსაც ხვიჩა მაქაცარია ფლობს ან მართავს უშუალოდ, მისი მეუღლის, მარია კოხიას, ჰოლდინგ “სი ბი ეს ჯგუფის” ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით. კვლევის მთავარი მიზანია ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესქსელის კომპლექსური ანალიზი და იმ მექანიზმების აღწერა, რომლის მეშვეობითაც ჯგუფი ახდენს კაპიტალისა და გავლენების კონსოლიდაციას. 1. ძირითადი მიგნებები
2. მთავარი მოთამაშეები ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესსაქმიანობა ეფუძნება ნდობით აღჭურვილი პირებისა და გავლენიანი ფიგურებისგან შემდგარ ქსელს, რომლის მთავარი რგოლია “სი ბი ეს ჯგუფი” (CBS Group). იურიდიული ფორმით ეს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და იგი 2013 წლიდან არსებობს. მისი აღმასრულებელი დირექტორია, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე კობა ღურწკაია, 100% წილის მფლობელი კი - მარია კოხია, ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე. მის უახლოეს გარემოცვაში, რომლებიც საკვანძო მენეჯერულ და წილობრივ პოზიციებს ინაწილებენ, განსაკუთრებით გამოირჩევიან:
მჭიდრო კავშირები ბიზნესსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ნათლად აჩვენებს იმ კაპიტალისა და გავლენის კონცენტრაციას, რომელსაც ეს ჯგუფი ქართულ ბაზარზე ფლობს. 3. სტრატეგიული სექტორების მონოპოლიზაცია ა) დედაქალაქის სერვისები: ხვიჩა მაქაცარია აკონტროლებს თბილისის იმ სერვისების საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ეხება დედაქალაქის თითოეული მცხოვრების ყოველდღიურ ყოფას. შპს “თბილისი ენერჯი” - გაზის მიწოდების მონოპოლია თბილისში შპს “თბილისი ენერჯი” საქართველოში გაზის მსხვილი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც ამ საქმიანობას თბილისის ტერიტორიაზე მონოპოლიურად ეწევა. გაზის დისტრიბუციის ლიცენზია ამ კომპანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მისცა. კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძეა, ხოლო მის 100%-იან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“ (Waltbay) ფლობს. ანგარიშგების პორტალზე 2026 წელს გამოქვეყნდა 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომლის თანახმად, თავად „ვოლთბეის“ წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
ამავე ანგარიშგების მიხედვით, Weco Investment and Finance S.A.-ის 100%-იანი წილის მფლობელია შპს HARRIMAN Holdings, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ხოლო ამ ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, ნასიბ ჰასანოვია. 2024 წლის 30 დეკემბერს შპს „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილი, რომელსაც 2025 წელს რეგისტრაცია გაუუქმდა. “თელასი”, “თელმიკო” და ხვიჩა მაქაცარიას მონიპოლისტური ინტერესები თბილისის ელექტრომომარაგების სფეროში სს” თელასი” ხვიჩა მაქაცარიას ინტერესები მონოპოლისტურად არის წარმოდგენილი თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების სფეროში, სადაც იგი რამდენიმე კომპანიის მეშვეობით ოპერირებს. მაქაცარია ამ სექტორში 2020 წელს შევიდა: მის თანასაკუთრებაში არსებულმა კომპანიამ “ბესტ ენერჯი გრუპმა” 2020 წლის სექტემბერში გამართულ აუქციონზე 32,380,383 ლარად შეიძინა სააქციო საზოგადოება “თელასის” სააქციო კაპიტალის 24.5% წილი. ხვიჩა მაქაცარია შპს “ბესტ ენერჯი გრუპის” 50% წილის მფლობელია, ასევე 50% წილი კი შპს “გაზტრანზიტის” საკუთრებაა, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი მიხეილ ყიფიანია. ანგარიშგების პორტალზე 2025 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სს “თელასის” სააქციო კაპიტალის ზოგადი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)