|
2019-12-20 18:36:04, 2767 ნახვა
საზოგადოება
აირბალონის სისტემის გამართულობის შესახებ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილები პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვებიან
2020 წლის პირველი იანვრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტება, ვალდებულები იქნებიან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლამდე თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესხებ ინსპექტირების სერტიფიკატი წარადგინონ. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ისპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ. აღნიშნული სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ინსპექტირების სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგალენტის შესაბამისად გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა 3 წელიწადში ერთხელ. მოცემულ ეტაპზე თხევადი აირის აირბალონისა და სისტემის ტექნიკური ინსპექტორების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლებელებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ინსპექტირების ცენტრებს: შპს „გაზკონტროლი" - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N67 შპს „ჰესლერი" ქ. თბილისი, გიორგი მდივანის პირველი შესახვევი N100 შპს „გიომოტორსი" - ქ. გორი, სუხიშვილის ქ.N63 შპს „გიომ1" - ქ. ქუთაისი, აბაშიძი ქ. N32 გათხევადებული აირბალონისა და მისი სისტემის ინსპექტირების მიზნით სხვა აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრების თობაზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, მას შემდეგ რაც დასრულდება მათ მიერ აკრედიტაციის მიღების პროცესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების "ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობების განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ" ტექნიკურ რეგლამენტში 2019 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად გათხევადებული აირის აირბალონები და სისტემები ინსპექტირებას დაექვემდებარა 2019 წლის 15 სექტემბრიდან, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის თუკი მისი მფლობელი თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატს ვერ წარადგენს. ეს ნორმა სავალდებულო 2020 წლის 1 იანვრიდან გახდება. თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემების ინსპექტირებას ახორციელებენ ინსპექტირების ორგანოები, რომლებსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრისაგან. ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17020-ის შესაბამისად. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი ევროკავშირის აკრედიტაციის ასოციაციის მიერაა აღიარებული. ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების სერტიფიკატები, მათ შორის საინსპექციო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, აღიარებულია, მათ შორის, ევროკავშირში.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)