2019-12-20 13:20:49, 1529 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე: არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე, დეტალები არ ვიცი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია კლინიკაში მოინახულა.
ზურაბიშვილის თქმით, მან არ იცის თავდასხმის დეტალები, თუმცა შედეგი საშინელია.
„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. თავდასხმის დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე, დღეს დილით ქალბატონ მანანას ველაპარაკე და ამიტომ მოვედი, რომ ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მიდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი არის ჯერ მძიმე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან