17:56 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 18:47:55, 1267 ნახვა

საზოგადოება
ილიაუნისთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა - ვიდეო

საპროტესტო მსვლელობას, რომელსაც ილიაუნის სტუდენტები პარლამენტის შენობის მიმართულებით მართავენ პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, დაპირისპირების მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების მიერ სტუდენტებისთვის ფოტოს გადაღება გახდა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

„ჩემს სტუდენტებს, და მათ შორის მეც გვიღებდნენ ფოტოებს,  რამდენიმეჯერ ვკითხე თუ რატომ გვიღებდა ჩუმად ფოტოებს. კითხვაზე არ გვიპასუხა და ამას მოჰყვა ჩემი მოთხოვნა, რომ ფოტო ეჩვენებინა ჩვენთვის. ამ ადამიანმა დაიწყო ბლატავი, რომ თქვენთან არაფერი მესაქმება და არ ვარ ვალდებული რამე გაჩვენოთო, აბა ვისთან ხარ ვალდებული უფროსთან მეთქი?  კიო, ვინ არის შენი უფროსითქო ასჯერ გავუმეორე, ამას მოჰყვა მეორე დაპირისპირება, გზაზე მითხრა სამართალდამრღვევი ხარო, იმის გამო რომ იქ, იმ ადგილზე ვაგინე ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ამ მონებს არ დავემორჩილებით, ამათმა 15 წლის ადამიანი მოკლეს !“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში ილიაუნის სტუდენტები ჭავჭავაძის გამზირიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქტივისტები 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და მოზარდის გარდაცვალებაში სისტემას ადანაშაულებენ. როგორც  სტუდენტები ამბობენ, სისტემას და პოლიციურ რეჟიმს ჰყავს მსხვერპლები, რომლებიც სტატისტიკად იქცნენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics