|
2019-12-17 18:12:10, 1943 ნახვა
სამართალი
ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ლიბიაში 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ 2 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა. მისი თქმით, მეზღვაურები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და ახლო მომავალში საქართველოში გამოემგზავრებიან. „რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ხანგრძლივი პატიმრობიდან განთავისუფლებულები იქნა ჩვენი მეძღვაურები ლიაბიაში, რომლებიც იქ ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, კერძოდ კი 3 მეზღვაური დაკავებული იქნა 2017 წელს. მათ ლიბიის სასამართლომ წაუყენა ბრალდება. რამდენიმე ბრალდება წაუყენეს და მათ შორის, ნავთობის უკანონო გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება იყო. საბოოლოდ, მხოლოდ ძირითადი ბრალდება დარჩათ, რაც არის ნავთობის უკანონო გადაზიდვა და მიესაჯათ 6- თვიანი პატიმრობა და დაახლოებით 1.3 მლნ დოლარის ექვივალენტი იყო ჯარიმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტი. ჩართული იყო ყველა საელჩო, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ საკითხთან. ჯარიმა არ გადახდილა. ეს სანქციაც მოიხსნა ადვოკატის აქტიურობით. ყველა მხარე აქტიურად მუშაობდა ამ საკითხში, რათა დროულად განთავისუფლებულიყვნენ მეზღვაურები. მანამდე გვქონდა საკამაოდ რთული შემთხვევა. 2 მეზღვაური გათავისუფლდა ასევე ლიბიის ციხეებიდან. დღეისათვის მეზღვაურები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და ახლო მომავალში დატოვებენ ლიბიას და გამოემგზავრებიან საქართველოში“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)