22:17 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-17 10:51:50, 1793 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი პოლიციამ  20 ივნისის საქმეზე დააკავა, რომლებსაც ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედებათ და რომელსაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ხელისუფლების წარმომადგენლისადმი თავდასხმა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics