22:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 19:05:19, 1835 ნახვა

სამართალი
სოფო კილაძემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა.

დეპუტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებში პატიმრების მოსანახულებლად მას შემდეგ წავიდა, რაც პატიმრების მშობლებმა მათი შვილების ცუდ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სოფო კილაძე ამბობს, ამ დროისთვის, ორივე პატიმარი კარგ მდგომარეობაშია. ზურაბ ბუდაღაშვილმა სხვა საკანში გადასვლა მოითხოვა, რაზეც ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა.

ამ ორი ახალგაზრდის მდგომარეობა არის ნორმალური. ერთ-ერთ ჰქონდა ასეთი თემა, რომ უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზრუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. რაც შეეხება დანარჩენს, ხვალ არის სასამართლო და შესაბამისად, ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი უფლებები იყოს სრულად დაცული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი პოლიციამ  20 ივნისის საქმეზე დააკავა, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics