|
2019-12-16 12:01:33, 1310 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა Spotlight 2019 სასტუმრო “რედისონში” გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო “ერთიანობა” – სიტყვა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგსაც მეგობრული ერთიანობა, სხვები ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავენ. სპიკერებმა “სფოთლაითის” სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. წლევანდელი Spotlight-ი სამი კომპონენტისგან შედგებოდა. ესაა: ლექცია- მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. სხვადასხვა სფეროს გამოცდილმა ქართველმა პროფესიონალმა მსმენელს გაუზიარა ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება. ღონისძიების მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 13 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით წარსდგა. „საქართველოს ბანკისათვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების მხარდაჭერა. Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს და ასევე ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავისი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინალური იდეები. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ვფიქრობთ, რომ, „ძალა მართლაც ერთობაშია, და არა ერთნაიორაბაში“. მთავარია არ გავჩერდეთ მიღწეულით, მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, იდეები, ან თუნდაც სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი ჩანდა“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში. Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ. ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)