19:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 12:00:10, 1001 ნახვა

კომენტარი
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი ხელისუფლების კურსი ურყევია, ეს არის ევროპული გზა

„ადამიანების ის რაოდენობა, რომლებიც დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების კურსი ურყევია და ეს არის ევროპული გზა“, - ამის შესახებ უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი  „ქართული ოცნების“ ოპონენტებს დღევანდელი დღის აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

„დღეს პოზიტიური დღეა და ნაკლებად მინდა ნეგატიურ კონტექსტში მოვიხსენიო ჩვენი დესტრუქციული ოპონენტები. შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან მობრძანდებიან და რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის წევრი, კიდევ ერთხელ დაანახებს გარდა იმ საერთაშორისო საზოგადოებისა ჩვენს ოპონენტებსაც, რომ აღარ არის საქართველოში იმის რესურსი, რომ ჩვენ გვქონდეს დაპირისპირება. აღარ არის იმის რესურსი, რომ ჩვენ პოლიციელებს დავუპირისპირდეთ ან პარლამენტში რაღაც დაპირისპირება გვქონდეს. კარგი იქნება თუ ისინი გაანალიზებენ ამ ე.წ. ქუჩის აქციებს და მითუმეტეს კანონ გარეშე აქციებს ჯობია აკადემიურად პარლამენტში გავაგრძელოთ თუნდაც მწვავე ფონზე დებატები. ამიტომ, დღევანდელი პოზიტიური დღის ხათრით მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდო რომ დღევანდელი დღე მათაც აღნიშნონ. მინიმუმ, დაინახონ ის რაოდენობა ადამიანების, რომლებიც თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველზე და მის ირგვლივ  შეიკრიბება ადასტურებს იმას, რომ ჩვენი კურსი არის ურყევი, ჩვენი ხელისუფლების კურსი არის ურყევი და ეს არის ევროპული გზა. ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. ამიტომ, ეს რეალობა არის გასათვალისწინებელი“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს, 14 დეკემბერს,  16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებას ხალხი რეგიონებიდანაც შემოუერთდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics