|
2019-12-12 18:41:43, 2198 ნახვა
კომენტარი
კობერიძე კენჭისყრაზე: მეხის დაცემის ალბათობა მეტია, ვიდრე ის, რომ 88 ადამიანი ერთნაირად ფიქრობდეს
„მეხის დაცემის ალბათობა მეტია, ვიდრე ის, რომ 88 ადამიანი ასე სახელობით ღია კენჭისყრაში ერთნაირად ფიქრობდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სრული ლეგიტიმაცია გადასცა ხალხს, რომ 2020 წლის არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაატოვებინოს ხელისუფლება. „დღეს მოხდა ის, რასაც ვერანაირად წარმოიდგენდა საქართველოს მოსახლეობა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. რეჟიმი რეალურად გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნება“ დღეს გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ორი ძალა ერთად უნდა წავიდეს 2020 წლის არჩევნებზე. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ სრული ლეგიტიმაცია გადასცა საქართვლოს მოსახლეობას იმისათვის, რომ მათ 2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაატოვებინოს ხელისუფლება და აღარ დააბრუნოს ისინი არასოდეს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ დღეს ის მოსამართლეები, რომლებიც იმ სისხლიან რეჟიმს უსვამდნენ გასასამართლებელ განაჩენებს, ეს სისტემა გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“. „შპარგალკა“, რაც იურიდიულ კომიტეტზე დაარიგეს, ხუთიანზე შეასრულეს და დეპუტატებმა დღეს გადაიწერეს სესიის დროს კენჭისყრისას. კარგი იქნება ვინმემ მათემატიკური სიზუსტით დათვალოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ 85-88 ადამიანი ზუსტად ერთნაირად აძლევდეს ხმას კანდიდატებს. მეხის დაცემის ალბათობა მეტია, ვიდრე ის, რომ 88 ადამიანი ასე სახელობით ღია კენჭისყრაში ერთნაირად ფიქრობდეს, გათამაშებაც კი არ გააკეთეს უბრალოდ რომ 77 მიეცა ხმა და 10 მაინც ყოფილიყო წინააღმდეგი. ჩემი აზრით სამარცხვინო პროცესი იყო, ამის ფასი 2020 წელს იქნება გადახდილი მოსახლეობის მხრიდან „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის მიმართ“, - ამბობს კობერიძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები გახდნენ: მერაბ გაბინაშვილი; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)