18:06 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 17:36:13, 2068 ნახვა

ეკონომიკა
ნოემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 151.0 მილიონი დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151.0 მილიონი აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაგზავნილ თანხებს, 2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბერის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკეში, ყიფშიძის 9 ნომრის მიმდებარე კორპუსის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი ჭრილობით, გვამი ნახეს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა
კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics