|
2019-12-10 18:18:42, 1847 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ 2019 წლის 9 დეკემბერს იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების დიდი პალატის მიერ გადასინჯვა იყო მოთხოვნილი. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისად, მომჩივნების ყველა პრეტენზიასთან მიმართებით საბოლოო გახდა აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 18 ივლისს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც: • დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნ. გვარამიას ყველა სასარჩელო მოთხოვნა; • დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეების - ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს „ტელეკომპანია საქართველო“-ს საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; • დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლეების თ. ურთმელიძისა და მ. თოდუას ეპიზოდები); • დაადგინა, რომ არ დარღვეულა მოცემულ საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლება (მოსამართლე ნ. გვენეტაძის ეპიზოდი); • დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები; • დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში. სტრასბურგის სასამართლოს 9 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ყველა მის ზემოჩამოთვლილ ნაწილში, არის საბოლოო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)