|
2019-12-10 17:40:02, 1830 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნატახტარში წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა. აღნიშნული საწარმო კომპანია„აქუა ჯორჯიას" ეკუთვნის, რომელსაც პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე ყაზახეთში გააქვს. „აქუა ჯორჯიამ" წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს წყლის მარაგები დაუმტკიცა. მალევე, კომპანიამ ჩამოსხმული წყლის პირველი საცდელი პარტია ყაზახეთში გაიტანა. ნათია თურნავამ კომპანიის მფლობელებს ბიზნესის წარმატებული დასაწყისი მიულოცა. „დღეს კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში მათი რიცხვი გაოთხმაგდება და 20 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მცირე წარმოებებიდან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყნის მომავალი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)