20:31 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 14:52:55, 1456 ნახვა

კომენტარი
თურნავა - საპენსიო რეფორმის წარმატება არც ერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული

„ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აისახება საპენსიო რეფორმაზე საპენსიო ფონდის ამჟამინდელი ხელმძღვანელის გადადგომა.

მინისტრის განცხადებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი წარმატებული პროცესია, რომელიც კანონმდებლობითაა გარანტირებული.

„ადამიანები მიდიან და მოდიან. ერთ პროფესიონალს მეორე შეცვლის, მაგრამ არცერთ ცალკეულ საკადრო გადაწყვეტილებაზე საპენსიო რეფორმა დამოკიდებული არ არის იმიტომ, რომ რეფორმა არის ძალიან კარგად და მკაცრად რეგლამენტირებული კანონმდებლობით და ის ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ  თანამდებობა დატოვა, რომლის თაობაზეც სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics