2019-12-08 23:40:31, 1583 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოისტი ამბობს რომ პოლიციამ მასზე იძალადა - საქმეზე გამოძიება დაიწყო
ქართველი ძიუდოისტი და მსოფლიო ჩემპიონი, 19 წლის ლაშა ბექაური ქართულ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ის Facebook-ზე წერს [პოსტი აღარ იძებნება], მასზე პოლიციის თანამშრომლებმა გუშინ, 7 დეკემბერს იძალადეს.
მისი მონაყოლის მიხედვით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცავები "ძმაოთი" მიმართვამ გააღიზიანა.
ლაშა ბექაურზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დგება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,