|
2019-12-04 15:26:21, 1801 ნახვა
ეკონომიკა
საგურამოში, „თიბისის“ მხარდაჭერით, ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა“ გაიხსნა
თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - საგურამოში, თიბისის მხარდაჭერით, მრავალფუნქციური დანიშნულების, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა" გაიხსნა. მაღალი კლასის ტურისტულ-დასასვენებელი კოპლექსი 25 ჰა-მდე მიწის ფართობზეა განლაგებული და მოიცავს: 45 ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის გამოყენებულია ისეთი იტალიური, ფრანგული და გერმანული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, როგორებიცაა: "Casalgrande Padana", "la Fabrica", "Jacob Delafon", "Kerakoll", "Cesar", "Kohler". თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს. „სევსამორა რეზორტი და სპა" მიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას. დასასვენებლი კომპლექსი პირველ სტუმრებს 25 დეკემბრიდან უმასპინძლებს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)