2019-12-03 14:31:00, 1619 ნახვა
საზოგადოება
„ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების დროს დაშავებულმა აქციის მონაწილეებმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს
თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გუშინ ჰოსპიტალიზირებული ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე - აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების თქმით, ჰოსპიტალიზირებული იყო 5 პაციენტი, რომელთაგან 2 - ინგოროყვას კლინიკაში იყო გადაყვანილი, ხოლო 3 - ნიუ ჰოსპიტალსში.
ექიმების თქმით, მათ აღენიშნებოდათ გარეგანი ზედაპირული დაზიანებები, თუმცა კვლევების შედეგად რაიმე სახის გართულება არ გამოკვეთილა. სამედიცინო პერსონალის დაკვირვების შემდეგ, სამმა პაციენტმა რამდენიმე საათში დატოვა დაწესებულება, ხოლო 2 მათგანი ღამის განმავლობაში გაეწერა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,