18:40 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-16 17:31:08, 263 ნახვა

კულტურა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

თიბისის, როგორც კულტურისა და ხელოვნების ერთგული მხარდამჭერი, უკვე წლებია ხელს უწყობს მნიშვნელოვანი კულტურული ინიციატივების განხორციელებას. მათ შორისაა ფოტოგამოფენები „PROVOKE(D): იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ენა“ და „ქვიშის დიუნი“. ორივე გამოფენა „იაპონური ფოტოგრაფიის“ პროგრამის ნაწილია და „თბილისი ფოტო ფესტივალის“ მე-17 გამოშვების ცენტრალურ ღონისძიებას წარმოადგენს.

ექსპოზიციებზე დამთვალიერებლები გაეცნობიან 1960–1970-იანი წლების იაპონური ფოტოგრაფიის ახალი ტალღის შვიდი გამორჩეული წარმომადგენლის 70-მდე ნამუშევარს. გამოფენებს თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი 2027 წლის 15 იანვრამდე მასპინძლობს.

საქართველოში პირველად არის წარმოდგენილი მსოფლიოში ცნობილი იაპონელი ავანგარდული ფოტოგრაფების - დაიდო მორიამას, იუტაკა ტაკანაშის, ტაკუმა ნაკაჰირას, კაცუო კიტაის, ჰიტომი ვატანაბეს, იშიუჩი მიაკოს და შოჯი უედას ნამუშევრები. მათი დიდი ნაწილი ჟურნალის და შემდეგ უკვე PROVOKE-ის მოძრაობის დამფუძნებელი და წევრია. 1960-70-იან წლებში მოძრაობამ ფოტოგრაფიის ახალი ენა შექმნა და ფოტოგრაფიული გამოსახულების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც იაპონიაში, ისე ევროპასა და აშშ-ში. PROVOKE-ის თაობამ „are, bure, boke“ (მარცვლოვანი, დაბინდული და ფოკუსგარეშე გამოსახულების) ესთეტიკით ფოტოგრაფიის ტრადიციული აღქმა შეცვალა.

გამოფენა წარმოდგენილი იქნება კოლოტიპების, მაღალხარისხიანი ბეჭდვის ერთ-ერთი უძველესი მეთოდით შექმნილი ანაბეჭდების სახით. კოლოტიპები საქართველოში პირველად გამოიფინება. პროექტი Benrido Atelier-სა და Tbilisi Photo Festival-ს შორის პარტნიორობის შედეგია.

„იაპონური ფოტოგრაფიის პროგრამის“ ფარგლებში 16 ოქტომბერს, ტაკა კავაჩი - Benrido Atelier-ს წარმომადგენელი საჯარო ლექციას გაამრთავს იაპონური ფოტოგრაფიის ტრადიციებზე და კოლოტიპის მეთოდზე.

ფესტივალის ფარგლებში, 28 და 29 ნოემბრს კი, მუზეუმისა და ფოტოგრაფიის სკოლის ფარგლებში გაიმართება კოლოტიპის ბეჭდვის ვორქშოფი, რომელსაც Benrido Atelier-ს ცნობილი კოლოტიპის მბეჭდავი ოსტატი (master printer) უსამუ იამამოტო გაუძღვება.

პროგრამის ორგანიზატორია ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის ცენტრი, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმთან, სკოლასთან და თბილისი ფოტოფესტივალთან ერთად. გამოფენები იმართება Japan Foundation - ის ფინანსური მხარდაჭერით. იაპონური პროგრამის მხარდამჭერია იაპონიის საელჩო საქართველოში.

თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მრავალწლიანი გამოცდილებით, თიბისი ხელს უწყობს თანამედროვე კულტურის განვითარებას. ქმნის სივრცეს ახალი იდეების, შემოქმედებითი ინიციატივებისა და ქართველი აუდიტორიისთვის საერთაშორისო ხელოვნებისა გამოცდილებების გაზიარებისთვის.

მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას #14.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics