|
2019-12-02 15:25:02, 757 ნახვა
საზოგადოება
რიჟვაძე: წელს გვაქვს წარმატებული ნარინჯისფერი რთველი და ყველა გლეხმა შეფერხების გარეშე უნდა შეძლოს ციტრუსის რეალიზება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად ბათუმის ციტრუსის საკოორდინაციო შტაბს ეწვია და ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ მინისტრებთან ერთად ასევე დაათვალიერა ქობულეთის ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე სეზონი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველი წარმატებულია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველა გლეხმა შეძლოს მაღალი ხარისხის და ასევე, არასტანდარტული მანდარინის რეალიზება. „ციტრუსთან დაკავშირებით უკვე ყოველწლიურად ტრადიციულად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომელშიც გარდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა, ჩართული არის მთელი რიგი სახელმწიფო უწყებები. წელს ჩვენ გვაქვს საკმაოდ წარმატებული რთველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება მობილიზებულად მუშაობდეს, რადგან ყველა გლეხმა, ყველა ფერმერმა შეძლოს რეალიზება. ასევე, არ უნდა გვქონდეს შეფერხებები არასტანდარტული მანდარინის რეალიზების მიმართულებით" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, საერთო მოსავალი 55 000 ტონას შეადგენს. ძირითადი ნაწილი საექსპორტოდ დამზადდება. უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნა და ფასები გაზრდილია, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს დაემატა ლიეტუვა, სინგაპური და ყატარი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია და ყაზახეთი. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციას კოორდინაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, ციტრუსის ჩაბარების მიზნით 21 შემფუთავ-დამახარისხებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგან ორი მიიღებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ მანდარინსაც. დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)