|
2019-12-02 15:01:02, 2260 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ვენეციის კომისიაში გაგზავნა ისეთივე ღირსების საკითხია, როგორც ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად
„ვენეციის კომისიაში გაგზავნა ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კვირის თემის“ წამყვანის კითხვაზე, რატომ არ აგზავნის ხელისუფლება ვენეციის კომისიაში დოკუმენტს რომ მან დადოს დასკვნა? კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია იმიტომ გარბოდა სამართლებრივი დისკუსიიდან, რომ წერტილის დასმა არ აწყობდათ. „ვენეციის კომისიაში გაგზავნა ეს არის ღირსების საკითხი, როგორც ის, რომ ქართველმა მათემატიკოსებმა უუცნობო განტოლება გააგზავნონ ჰარვარდში ამოსახსნელად, რაც იქნება ქართველი მათემატიკოსებისთვის ღირსების საქმე. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, შეხვედრას ესწრებოდნენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლები, როგორც მდივანი, ასევე კონკრეტული კვალიფიციური ექსპერტი და იყო იმის საშუალება, რომ იქვე განხილულიყო იურიდიულად ეს საკითხი და დასმოდა წერტილი ამ ყველაფერს. იმიტომ გარბოდა ოპოზიცია სამართლებრივი დისკუსიიდან, რომ წერტილის დასმა არ აწყობდათ. სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად გერმანიაში რომ ვსწავლობდი ასეთი კაზუსი არ მოჰქონდათ პირველი კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე. პირველ კუსზე იყენებენ ასეთ კაზუსებს, იმისათვის, რომ სტუდენტებმა გააცნობიერონ იურიდიული ლოგიკის ანა-ბანაში, ანუ საფუძვლებში. ეს არის ზუსტად ასეთი კაზუსი, ანუ ვამტკიცებთ მარტივ რამეს, 77 არის 77, თუ 77 არის 150. იმდენად მარტივია ეს კაზუსი, რომ აქ რაიმე სიღრმეშიც კი არ არის საჭირო შესვლა. ჩვენ ვსაუბრობთ არგუმენტებით. არა ერთი ეთერი ყოფილა ამასთან დაკავშირებით და ყველა განმარტებას ვიყენებთ, რაც კი არსებობს იურისპრუდენციაში, ეს არის გრამატიკული განმარტება, ისტორიული განმარტება, ტერმინოლოგიური განმარტება და ყველა არგუმენტი გვაქვს ამაში ჩართული, მაშინ როდესაც არც ერთი არგუმენტი არ მოუტანია ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს და ე.წ ექსპერტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს მოდელი არის კონსტიტუციური. შეხვედრაზე ეს იმდენად ნათლად გამოჩნდა, რომ რეალურად მათ ვეღარ შეძლეს საუბრის გაგრძელება გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და ამიტომ გადაერთნენ სხვა თემაზე. უმწვავესი იყო ეს ყველაფერი. იმ შეხვედრაზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა, რომ შეუძლებელია ვენეციაში გაგზავნა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ იმაზე ვინ რა თქვა, ეს იყო შეთანხმება შეხვედრის წინ, მაგრამ ერთადერთ რამეს ვიტყვი, იქ ითქვა, რომ ვენეციაში ეს ვერ გაიგზავნება და ითქვა რატომ ვერ გაიგზავნება და ამ პოზიციის გამხმოვანებელი არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)